Website is working in a trial mode

(Old version)
  • For Students
    left arrow
  • For applicants
    left arrow
  • research
  • Alumni
  • International
  • Innovation Center
  • geo
    facebook
    youtube
    twitter icon
    linkedin icon

    მულტიდისციპლინური საერთაშორისო კონფერენცია „ცენტრი და პერიფერია: პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული და ენობრივი სივრცის ადაპტაცია თანამედროვეობაში“

    2023 წლის 18,19 და 20 აპრილს ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის რომანული ფილოლოგიის კათედრის ფრანგული ფილოლოგიის პროგრამის ხელმძღვანელობის ინიციატივით ჩატარდება მულტიდისციპლინური საერთაშორისო კონფერენცია „ცენტრი და პერიფერია: პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული და ენობრივი სივრცის ადაპტაცია თანამედროვეობაში“.

     

     კონფერენციის მიზანია ცენტრსა და პერიფერიას შორის არსებულ ურთიერთმიმართებათა განხილვა, რაც მულტიდისციპლინური მიდგომით საშუალებას მოგვცემს, ახლებურად გავაანალიზოთ ცენტრი-პერიფერიის ფენომენი პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული, ენობრივი და ლიტერატურული პროცესების ჭრილში. 

     

    კონფერენციის თანაორგანიზატორები არიან:

     

    ფრანგული მხარე: 

     

    ლილის უნივერსიტეტი (Université de Lille), 

    ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტი (Université franco-géorgienne),

    ვანდეს კათოლიკური ინსტიტუტი (ICES - Institut Catholique de Vendée). 

     

    ქართული მხრიდან -კავკასიის უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. 

     

    კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა მოხსენების თეზისები უნდა გამოაგზავნონ როგორც ქართულ, ისე ინგლისურ ან ფრანგულ ენებზე. თეზისებს თან უნდა ახლდეს ავტორის CV.

     

    თეზისების გაფორმების წესისა და რეგისტრაციის წესების შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ კონფერენციის ოფიციალურ ვებ-გვერდზე: 

    https://centreetperipheries.tsu.ge/